რძის ნაკლებობის გარდა, არსებობს სხვა მიზეზებიც, რის გამოც ვერ ხერხდება ბავშვების ბუნებრივი გზით გამოკვება, ამ გამოუვალი შემთხვევებისთვის კი არსებობს დედის რძის შემცვლელი ადაპტირებული რძიანი ნარევები, რომელიც იყოფა ბავშვების ასაკის მიხედვით, 0-დან 6 თვემდე, 6 - 12 თვემდე და 1 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის. არ არის რეკომენდებული ერთ წლამდე ასაკის ბავშვმა პირდაპირ მიიღოს ძროხის, ან სხვა შინაური ცხოველის რძე.