01:33
14 ივლისი, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
არცოდნა აკრძალულია
დაასხით ერთი წვეთი იოდი ჩხირს, თუ გალურჯდა... - 5 ძალიან მარტივი ხრიკი, რაც კიბორჩხალის ჩხირების შესამოწმებლად გამოგადგებათ
05-02-2018

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც კიბორჩხალის  ჩხირების შეძენისას უნდა გაითვალისწინოთ, მისი ფასია, რადგან იაფიანი პროდუქტი, ვერ იქნება ნატურალური.ხარისხიანი კიბორჩხალის ჩხირები უნდა იყოს მშრალი, ამიტომ დააკვირდით შეფუთვას და უკვე სახლში მოტანილ ფროდუქტს გაუსვით ხელი, თუ ხელზე სისველე გადავიდა, ჩხირები უხარისხოა. კარგი ხარისხიანი კიბორჩხალის ჩხირი გადაღუნვისას არ უნდა ტყდებოდეს, ამიტომ უკვე სახლში მოტანილი შეამოწმეთ,  თუ ის აი ასე მარტივად გადატყდა, ნუღარ შეიძენთ აღნიშნული წარმოების პროდუქტს. გამომდინარე იქიდან, რომ ყველაზე ხშირად კიბორჩხალის ჩხირებს სახამებლის გამოყენებით ამზადებენ, მის შესამოწმებლად იოდი დაგჭირდებათ, რადგან იოდი სახამებელთან რეაქციაში შედის და ლურჯდება. დაასხით ერთი წვეთი იოდი ჩხირს, თუ ის გალურჯდა, პროდუქტი არანატურალურია. ასევე უკვე სახლში მოტანილი ჩხირი შეათბეთ მიკროტალღურ ღუმელში, ან ტაფაზე, შემდეგ გაუსვით მას თეთრი ხელსახოცია ან ბამბა, შეღებილი პროდუქტიდან საღებავი ბამბაზე გადავა, როგორც ამ ჩხირის შემთხვევაში, ნატურალური პროდუქტი კი ბამბას არ გააფერადებს.

AutoPlay
რას არ უნდა შეიცავდეს ბავშვის მოვლის საშუალებები და როგორი უნდა იყოს უსაფრთხო, მაღალი ხარისხის პროდუქცია
02-10-2019
"არცოდნა აკრძალულია": ყველაფერი, რაც ჰიგიენური საფენების არჩევისა და მოხმარების შესახებ უნდა იცოდეთ
17-09-2019
"არცოდნა აკრძალულია" - როგორ ამოვიცნოთ ხარისხიანი შოკოლადი და როგორი უნდა იყოს მაღალი ხარისხის ტკბილეული?
03-09-2019
ყველის არჩევისა და შენახვის წესები; ხარისხიანი რძის პროდუქტების ცნობა - ყველაფერი ის, რისი "არცოდნა აკრძალულია"
30-07-2019
3 ყველაზე საყვარელი პროდუქტი, რომლის გარეშე ზაფხული წარმოუდგენელია - ყველაფერი ერთ ვიდეოში, რაც საზამთროს, ნესვსა და ნაყინზე უნდა იცოდეთ
09-07-2019
ახდენს თუ არა ცუდ გავლენას რეპროდუქციაზე და ენდოკრინოლოგიურ დაავადებებზე ნივთიერება, რომელიც დეოდორანტებშია? - გაიგეთ ცალკეული კვლევის შედეგები
08-07-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
Nita
05-02-2018
გარედან ყველა მწარმოებელი იყენებს საკვებ საღებავს. არანატურალურისგან საღებავი გადავიდა - ცოტა არასწორი ფორმულირებაა. უხარისხო პროდუქტისგან გადადის საღებავი, ხარისხიანისგან არა.
სხვა სიახლეები