მიუხედავად სასარგებლო თვისებებისა, ვაშლი შესაძლოა საფრთხეს წარმოადგენდეს ზოგიერთი პაციენტისთვის. მაგალითად თუ გაწუხებთ კუჭ-ნაწლავი და პანკრიასი, არ უნდა მიირთვათ მაღალი მჟავიანობის მქონე ეს პროდუქტი. ვაშლის სიმჟავეს, მასში არსებული პეაშის სიმცირე განაპირობებს, პეაშს კი ვაშლში, სპეციალური ტესტის საშუალებით ზომავენ.
ვაშლში მჟავიანობის დასადგენად, პეაშ ტესტის გარდა, სხვა მეთოდიც არსებობს. გაჭერით ის და დაელოდეთ რამდენიმე წუთი. ვაშლი, რომელიც მოკლე დროში გამუქდება უკეთესია, რადგან მასში მჟავიანობა ნაკლებია, ის გაცილებით ტკბილიცაა. პროდუქტი, რომელის გამუქებასაც დიდი დრო დასჭირდება, ან საერთოდ არ გამუქდება, უმჯობესია ხშირად არ მიირთვათ, რადგან ალბათობა იმისა, რომ მან თქვენი საჭმლის მომნელებელი სისტემა დააზიანოს დიდია.