მეცნიერებმა ემოციურ მგრძნობელობაზე კვლევა ჩაატარეს. მათ გამოიკვლიეს 10-დან 85 წლამდე 10 000 ადამიანის ემოციური მგრძნობელობის ტესტირება.ტესტის საშუალებით დგინდებოდა, რამდენად კარგად ავლენდა ადამიანი უმნიშვნელო ცვლილებებს სახის გამომეტყველებით. ტესტი ასევე აჩვენებდა, სხვადასხვა ასაკის ადამიანები როგორ გამოხატავდნენ მგრძნობელობის ცვლილებებს გარეშე ემოციურ გამოვლინებებთან დაკავშირებით.აღმოჩნდა, რომ სიბრაზის გამომეტყველება ყველაზე ძლიერად აღინიშნებოდა ადრეულ და საშუალო ასაკში. ეს სწორედ ის ასაკია, როდესაც ახალგაზრდები მეტად არიან მიდრეკილები სოციალური მუქარის ისეთი ფორმისადმი, როგორიცაა დაცინვა. სიბრაზისადმი მგრძნობელობის განვითარება შეიძლება დაკავშირებული იყოს ჩამოყალიბების ამ ეტაპისთვის დამახასიათებელი პრობლემებით. ასაკის მატებასთან ერთად შიშისა და სიბრაზისადმი მგრძნობელობა ქვეითდება, სამაგიეროდ სიხარულის ნიშნების გამოვლენის უნარი იგივე დონეზე რჩება.