რუსი მუსიკოსი, ჯგუფ „ლენინგრადის“ სოლისტი, სერგეი შნუროვი ტატიანა ტოლსტოის გადაცემის სტუმარი იყო და რუსულ კულტურაზე ისაუბრა. მუსიკოსის თქმით, ახლა ყველა ხელოვანს ორი არჩევანი აქვს – ან გაჩუმდეს, ან ღიად გახდეს მხარე.,,როცა რაღაცის აკრძალვას იწყებ, მის მიმართ ინტერესი ორმაგდება. ამიტომ, დაე აკრძალონ რუსული კულტურა და ხელოვნება. დაბლოკეთ რუსული კულტურა? ახლა დაგველოდეთ! ნუ უყურებთ რუსულ ფილმებს, ნუ უსმენთ რუსულ მუსიკას“ – აცხადებს შნუროვი.ჯგუფ „ლენინგრადის“ ლიდერი ამბობს, რომ რუსეთი ევროპული ცივილიზაციის ნაწილია და მსოფლიოს ამასთან შეგუება მოუწევს.