აბაშიძის ქუჩაზე შუა ხნის მამაკაცი დაჭრეს. მამაკაცს დაუდგენელმა პირმა ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენა. დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.