ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა "თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ინიციატივას, რომელიც ე.წ დაჭრილი თამბაქოს დაბეგვრას ითვალისწინებს.კანონპროექტის მიხედვით, თამბაქოს ნედლეულზე, ერთ კილოგრამზე 60 ლარიანი გადასახადი წესდება. ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, თუ კანონმდებლობაში ხვრელებია დატოვებული, მოწესრიგდება და ქვეყანაში დაუბეგრავი, პრაქტიკულად ლეგალური კონტრაბანდა არ შემოვა რომელიმე პროდუქტის სახით - იქნება ეს თუთუნი, "აიქოსი", თუ თამბაქო.