ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი, რომელიც წუხელ დაჭრეს, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერის თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, სასურველია, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ექიმების დაკვირვების ქვეშ დარჩეს.გრიგოლ მიქავა წუხელ დაჭრეს. მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით მუხლის არეში აქვს მიყენებული. გამოძიება 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.