ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე სკეიტ-პარკის მოწყობა იგეგმება. მოედნის მოწყობის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერი უკვე მეორედ გამოცხადდა.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 25 ოქტომბერს დაიწყება და 28 ოქტომბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 15 ათასი ლარია.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, დაპროექტებული მოედანი სკეიტბორდის სპორტსმენებისთვის აბსოლუტურად უსაფრთხო უნდა იყოს. ამასთან, მოედანზე სკეიტ-ბორდისთვის განკუთვნილი შეუზღუდავი ვიზუალის ფიგურები, უნდა იყოს განთავსებული.
შეგახსენებთ, რომ სკეიტ-პარკის მოწყობის მიზნით, ტენდერი 2019 წლის ივნისშიც იყო გამოცხადებული, თუმცა, ის არ შედგა.