პარლამენტის უკანა შესასვლელთან, სადაც პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ კიდევ ერთი შეხლა-შემოხლა მოხდა. აქციაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტის შესასვლელთან აღმართულ რკინის ჯებირებზე სიმბოლურად კიდევ რამდენიმე ბოტასი ჩამოკიდეს და ჯებირებზე ხელების ბრახუნი დაიწყეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ხმაურის ამგვარი ფორმით ისინი გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის პარლამენტში მისვლას და იურიდიულ კომიტეტზე მის მოსმენას აპროტესტებენ.