20:03
13 ივლისი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
დაძაბულობა პარლამენტთან - დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში ვერ შედიან
18-11-2019

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაძაბული სიტუაციაა. "ქართული ოცნების" დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოსთან მისვლა დაიწყეს, თუმცა მათ შენობაში შესვლის საშუალებას აქციის მონაწილეები არ აძლევენ. ნელ-ნელა იზრდება ადგილზე სამართალდამცველების რაოდენობაც.

ამ დროისთვის პარლამენტთან უკვე იყვნენ მისულები დეპუტატები რევაზ არველაძე, მერაბ ქვარაია და გია ჟორჟოლიანი, თუმცა მათ შენობაში შესვლა ვერ შეძლეს. აქციის მონაწილეები მათ შეძახილებით "ბიძინას მონა, წადი" მიმართავდნენ.

გარდა ამისა, მერაბ ქვარაიას ადგილზე გამოჩენას მცირე შეხლა შემოხლაც მოჰყვა. აქციის მონაწილეთა გაღიზიანება მერაბ ქვარაიას განცხადებას მოჰყვა, როდესაც მას "ნაციონალური მოძრაობის" მისამართით გარკვეული მიმართვის გავრცელება სურდა. საბოლოოდ, დეპუტატი სამართალდამცველებმა გაარიდეს სიტუაციას.

AutoPlay
ევროკავშირის საგარეო საქმეთ მინისტრები თურქეთისა და ჰონგ-კონგის საკითხების განსახილველად პირისპირ შეხვედრას მართავენ
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
პროკურატურა დეპუტატ კობა კობალაძის შვილისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი განცხადებით, პირბადეების ტარებას დახურულ სივრცეებში ნამდვილი ღირებულება გააჩნია
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
კახეთის რეგიონში მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის რამდენიმე პროექტი დასკვნით ეტაპზეა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
ფოთლების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით დაწვაზე 500-ლარიანი ჯარიმა წესდება
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
გარდაბანში მომხდარი ხულიგნობის და ჯგუფური ძალადობის ფაქტზე 8 პირს ბრალი წარედგინა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
totoro
18-11-2019
აი ამათ უნდათ დაიბრუნონ ძალაუფლება ნათელი მაგალითი როგორ ექცევიან ხანში შესულ ადამიანს და ესენირომ მობრუნდნენ წარმოიდგინეთ ვიბც არ მოწონთიმათ რას უზავენ თან არ დაგავიწყდეთ სისხლისმსმელები მერაბიშვილი და ახალაია გამოდიან ათმაგად გაბოროტებულები. ვინც მანდ დგას ყველა დასაჭერია თავიანთი ლიდერებიანა!
სხვა სიახლეები