17:09
1 ივნისი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მშობლები
დაგჭირდებათ სახამებელი, სოდა ან სიმინდის ფქვილი და ბალიშის პირი - როგორ გავასუფთავოთ რბილი სათამაშოები ქიმიის გარეშე და როგორ გავრეცხოთ სარეცხის მანქანაში?
21-01-2019

რბილი სათამაშოები კომფორტისა და სიმყუდროვის შეგრძნებას გვიქმნის, ის ბავშვებს ძალიან უყვართ, თუმცა სწრაფად იმტვერება და ჭუჭყიანდება. ეს კი ბავშვებისთვი საშიშია, განსაკუთრებით ალერგიული ბავშვებისთვის. არსებობს რბილი სათამაშოების ქიმიის გარეშე წმენდის მეთოდები, საამისოდ თქვენ დაგჭირდებათ სახამებელი, სოდა ან სიმინდის ფქვილი და ბალიშის პირი:

1. ჩადეთ სათამაშო ბალიშის პირში. მოამზადეთ ფხვნილი - ღია ფერის სათამაშოებისთვის - სიმინდის სახამებელი, თეთრებისთვის - საჭმელი სოდა. 2. შეკარით და კარგად შეანჯღრიეთ, ისე,რომ ფხვნილი თანაბრად გადანაწილდეს. 3. ამოიღეთ სათამაშო და კარგად დაფერთხეთ. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ მტვერსასრუტი.

თანამედროვე რბილი სათამაშოები თავისუფლად ირეცხება სარეცხის მანქანშიც. სანამ რეცხვას დაიწყებდეთ, კარგად დაფერთხეთ სათამაშო, რათა ზედმეტი მტვერი მოშორდეს. გამოიყენეთ საბავშვო გელი ან ფხვნილი და შეარჩიეთ დელიკატური რეცხვის რეჟიმი. დიდი ზომის სათამაშოები შეგიძლიათ გარეცხოთ ხელით და საბავშვო შამპუნით. ამ შემთხვევაში მთავარია ის კარგად გაავლოთ.

არ გირჩევთ რბილი სათამოშოების საშრობიან მანქანაში რეცხვას. სპეციალისტები გირჩევენ, რბილი სათამაშოები ორ კვირაში ერთხელ გარეცხოთ ან გაასუფთავოთ.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები