დაგროვებით საპენსიო სქემას 900 ათას 688 უნიკალური მონაწილე ჰყავს. ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრებს განუცხადა. მისივე თქმით, ფონდის ღირებულება ამ დროისთვის 361 მილიონ 374 ათას 58 მილიონი ლარია, ამას ემატება დარიცხული სარგებელი რომელიც 8 მილიონ 620 ათას 849 მილიონ ლარს შეადგენს. ამასთან, არსებული მონაცემებით, საპენსიო ფონდში 58 ათას 292 კომპანიაა ჩართული. როგორც საპენსიო სააგენტოს დირექტორმა აღნიშნა, საპენსიო სააგენტომ საზოგადოებას რეფორმის სიკეთეების შესახებ აუხსნა, რის გამოც სქემაში მოსალოდნელზე მეტი ადამიანი დარჩა.