გერმანიის პროკურატურამ ავტომწარმოებელი კომპანია Daimler-ი 870 მილიონი ევროთი დააჯარიმა. აღნიშნულის მიზეზი დიზელისძრავიან ავტომობილებში „არაკეთილსინდისიერი“ საქციელი გახდა.
კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, მწრმოებელმა 684 ათასამდე ავტომობილი გაყიდა, რომლებიც ემისიების შესახებ რეგულაციებს არ შეესაბამებოდა.
შტუტგარტის პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული ჯარიმა არის ცალკე საქმიდან გამომდინარე და ამ საქმეში უკვე ცალკეული პირების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებას არ უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ დიზელის სკანდალი გერმანიაში ბოლო ოთხი წელია გრძელდება და ის პრაქტიკულად, ყველა მწარმოებელს შეეხო. ყველაზე მეტად კი Volkswagen-ს, რომელიც მანიპულაციების გამო რამდენიმე მილიონით არის დაჯარიმებული.