გერმანული ავტოგიგანტი Daimler-ი კორონავირუსის გამო ევროპაში მოქმედი ქარხნების დიდ ნაწილში წარმოებას აჩერებს. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.კომპანიის ცნობით, Daimler-მა მიიღო გადაწყვეტილება ორი კვირით შეაჩეროს საავტომობილო წარმოება. ზომები ამ კვირას შევა ძალაში, თუმცა კონკრეტულად როდიდან, ჯერ არაა ცნობილი.ევროპაში ქარხნების მუშაობის შეჩერების გადაწყვეტილება მანამდე Volkswagen-მა Ford-მა და უმეტესმა ავტომწარმოებლებმა მიიღეს.