ე.წ. "მწვანე პასპორტის" რეგულაციის დარღვევისთვის, ამ დროისთვის, არც ერთი ბიზნესსუბიექტი არ დაჯარიმებულა.
შრომის ინსპექციის მონიტორინგის სამმართველოს უფროსის, მაია მიქაიას განცხადებით, ჯერჯერობით მთელი საქართველოს მასშტაბით სარეკომენდაციო სახის შემოწმებები მიმდინარეობს, თუმცა შემდგომში დარღვევის დაფიქსირებისას გამოყენებული იქნება სანქცია, რაც ფიზიკური პირის შემთხვევაში 2000 ლარი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში 10 000 ლარი იქნება.