08:52
27 ოქტომბერი, 2021, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
დაკავებამდე ხინკალი გამოვიძახე, ეს არ იყო ჩემი ჩამოსვლის პირველი მცდელობა, პირველი კინაღამ ტრაგიკულად დასრულდა - მიხეილ სააკაშვილი
13-10-2021

ვემზადებოდი დიდი ხანი, ეს არ იყო ჩემი ჩამოსვლის პირველი მცდელობა, ყველაფერი არ განვითარდა ისე, როგორც ვგეგმავდი, რაღაცები ისე გაკეთდა, რომ პირველი მცდელობა კინაღამ ტრაგიკულად დასრულდა. ეს არ იყო ბიზნეს კლასის ვოიაჟი, არც ის, რასაც მედიაში აღწერენ, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მას უკრაინის მსგავსად საქართველოში ხმაურიანი დაბრუნება არ უნდოდა, რადგან ამას შეიძლება „აფეთქება, გასროლა, ჟლეტა“ მოჰყოლოდა.

„იმიტომ არ გავრისკე, რომ ამ სცენარში ძალიან მარტივი იქნებოდა გასროლა, აფეთქება, ჟლეტა და მერე ყველაფრის ჩვენზე გადმობრალება. 90-იანი წლების შემდეგ მე ძალიან ბევრი მიფიქრია ზვიადზე ხიბულაში. ყოველთვის ვცდილობდი ჩემი თავის წარმოდგენას მის ადგილას და ძალიან განვიცდიდი აი, ამ მიტოვებულ, დამოუკიდებლობის მომტან პრეზიდენტს. ჩემს ჩამოსვლასთან პირდაპირ პარალელს არ გავავლებდი, ჩამოვედი იმიტომ, რომ მსურდა წამოსვლა და სხვანაირად არ შემეძლო და მიმაჩნია, რომ ეს მართლაც არის კრიტიკული წერტილი ჩვენი ისტორიის“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა ინტერვიუში ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ის საქართველოს რამდენიმე რეგიონს ესტუმრა.

„ვიყავი ბათუმში, ქუთაისში, ფოთში, ლანჩხუთში, სამეგრელოში რამდენიმე ადგილზე, რიკოთზე გეახელით ლობიანს, დაკავებამდე ხინკალი გამოვიძახე და სამწუხაროდ მხოლოდ, ერთი ცალის შეჭმა მოვასწარი“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

AutoPlay
ნიდერლანდების სააპელაციო სასამართლომ ყირიმის ოქროს არტეფაქტების უკრაინისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
სიცილიაში წყალდიდობას სულ მცირე 2 ადამიანი ემსხვერპლა
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
თბილისში რეაბილიტირებული გუდიაშვილის მოედანი გაიხსნა
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
ნიკა გვარამიას განცხადებით, რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის ნახვის საშუალება მის მხარდამჭერებს არ ეძლევათ
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
ჩინეთში ფრინველის გრიპით ინფიცირების შემთხვევების ზრდა სწრაფად ცვალებადი ვარიანტების რისკების მაჩვენებელია
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
თუ გარემოს დაბინძურება ამ ტემპით გაგრძელდა, საუკუნის ბოლომდე მსოფლიოში ჰაერის ტემპერატურა 2.7 °C-ით მოიმატებს - გაერო
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები