10:50
11 აგვისტო, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
დაკავების კადრები - შსს-მ ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე არასრულწლოვანთა მშობლები და პედაგოგი დააკავა
05-12-2019

პოლიციამ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, დაკავებულებს შორის არიან არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები და პედაგოგი დააკავეს.

მისივე განცხადებით, ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულებს პორნოგრაფიული ნაწარმოებების დამზადებაში ჩაბმული ჰყავდათ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. მშობლებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ბავშვები მიჰყავდათ აშშ-ის მოქალაქის მიერ თბილისში კონსპირაციულად მოწყობილ ფოტოსალონში, სადაც ხდებოდა არასრულწლოვნების პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალის გადაღება, უცხოეთში შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

„ასევე, დაკავებულია არასრულწლოვანი ბავშვების სკოლის პედაგოგი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ბავშვების შერჩევაში და მიმდინარე წლის სექტემბერში დაკავებულ აშშ-ის მოქალაქეს დანაშაულებრივი საქმიანობის განხორციელებაში ეხმარებოდა.

ამავე საქმეზე, მიმდინარე წლის სექტემბერში, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბავშვთა პორნოგრაფიის დამამზადებელი ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელი გამოავლინეს. სექტემბერში, პირველ ეტაპზე, სამართალდამცველებმა აღნიშნული ქსელის 11 წევრი დააკავეს. ამ დანაშაულის ჩადენის ბრალდებით, სულ დაკავებულია 22 პირი.

დაზარალებული არასრულწლოვნების უფლებების დაცვის მიზნით, გრძელდება შესაბამისი ფსიქო-სოციალური ღონისძიებები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143-პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონოდ დამზადება-გასაღებას, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგს გულისხმობს“, - აღნიშნეს უწყებაში.

AutoPlay
საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 44 ადამიანი გამოჯანმრთელდა
გამოქვეყნდა 19 წუთის წინ
დონალდ ტრამპმა „დიდი შვიდიანის“ შეხვედრა გადადო
გამოქვეყნდა 27 წუთის წინ
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რადენობამ 20 მილიონს გადააჭარბა
გამოქვეყნდა 29 წუთის წინ
ერთიან ეროვნულ გამოცდებსა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეების სააპელაციო განაცხადების მიღება დღეიდან იწყება
გამოქვეყნდა 30 წუთის წინ
შინდისის ტრაგედიიდან დღეს 12 წელი შესრულდა
გამოქვეყნდა 31 წუთის წინ
ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულისთვის დღეს მოსამართლემ აღკვეთი ღონისძება უნდა განსაზღვროს
გამოქვეყნდა 32 წუთის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები