დაკავებული დეკანოზი ყველა იმ პირის სახელს დაასახელებს, ვინც მას ემუქრებოდა. შესაძლოა დღესვე გადაწყდეს მამა გიორგი მამალაძის ოჯახის უსაფრთხოების დაცვის საკითხი, რის შემდეგაც ბრალდებული სასულიერო პირი ჩვენების მიცემას გააგრძელებს. მისი ადვოკატები დღეს პროკურატურაში საგამოძიებო-საპროცესო ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას. კონკრეტულად რა ღონისძიება ჩატარდება, ამის შესახებ უფლებადამცველები არ საუბრობენ. დეკანოზის მატროსოვის ციხეში ადვოკატებმა კვლავ მოინახულეს და ერთობლივ პოზიციაზე ჩამოყალიბდნენ.