დაკავებული დეკანოზის ოჯახი აცხადებს, რომ მათ მიმართ არც მუქარა ყოფილა და არც დაცვის სამსახური მისულა. ჩვენ გამჩენი ღმერთი გვიცავს - ამბობს მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულის მამა. მიუხედავად ამ განცხადებისა, დეკანოზის მშობლები მიიჩნევენ რომ თუ გიორგი მამალაძე ოჯახის უსაფრთხოების დაცვას დაჟინებით მოითხოვს, ამის საფუძველიც აქვს. დაკავებულის დედა ამბობს, დაჭერის დღიდან დღემდე ოჯახში მხოლოდ ახლობლები მიდიან. როგორც ცნობილია, დეკანოზი გიორგი მამალაძე ოჯახის უსაფრთხოებას ითხოვს.
იხილეთ:
დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა კომენტარს აკეთებს: "ვინც გიორგის იცნობს, ამ ამბავს არავინ დაიჯერებს"
მამა გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს - პროკურატურის საგანგებო ბრიფინგი