ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენების ფაქტები გამოავლინა. გამოძიებით დადგენილია, რომ საქართელოს რამდენიმე მოქალაქეს, სხვადასხვა ქვეყნიდან დაბალხარისხიანი სარეცხი საშუალებები შემოჰქონდათ, შემდგომში კი, რეალიზაციის მიზნით, ახდენდნენ კუსტარულად მოწყობილ საწარმოებში კუსტარული წესით დამზადებას.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით ითვალისწინებს.