ციანიდის საქმეზე დაკავებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ აღსარება მამა რევაზ სიხარულიძეს ჩააბარა. მამა რევაზი დეკანოზთან დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში იმყოფებოდა. სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ მან დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის თავს ნორმალურად გრძნობს და მედიკამენტებით მკურნალობს. რაც შეეხება გიორგი მამალაძის ზიარებას, ეს რიტუალი ვერ შედგა, მამარევაზი ამბობს რომ ეს მისი პრეროგატივა არ არის.