დღეიდან დასაშვები გახდა დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვით.
ღია სივრცეში დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებზე კი დაიშვება არაუმეტეს 200 ადამიანი. ეს გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს.
გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია განაგრძობს აუზების, სპორტდარბაზებისა და სასტუმროების შემოწმებას, აქტიურად ხორციელდება რესტორნების პერიოდული ინსპექტირებაც.
დღევანდელი მონაცემებით, ოპერირების ნებართვა მიიღო 1000-მა სასტუმრომ და რამდენიმე ათეულმა აუზმა და სპორტდარბაზმა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და გადაწყვეტილებებს სხვა საქმიანობების გახსნაზე ეტაპობრივად მიიღებს.