ლეგენდარული გერმანელი ჩოგბურთელის დირკ ნოვიცკის სახელი დალასის ერთ-ერთ ქუჩას უწოდეს. 41 წლის კალათბურთელს, რომელმაც NBA-ში 21 წლიანი კარიერა გასული სეზონის თავზე დაასრულა, დასამახსოვრებელი შეხვედრა მოუწყვეს. ღონისძიებას დალასის მერი ერიკ ჯონსონიც ესწრებოდა, რომელმაც გერმანელის ღვაწლზე გამორჩეულად ისაუბრა და American Airlines Center-ისკენ სამხრეთიდან მიმავალი ქუჩის (Olive Street) ერთ-ერთ მონაკვეთს დირკის სახელი ოფიციალურად მიანიჭა .შეგახსენებთ, რომ ნოვიცკი დალას მავერიქსში 1998 წელს ჩაირიცხა და NBA-ში მთელი კარიერა სწორედ ტექსასურ გუნდში გაატარა. დირკს 2011 წელს ლიგის საჩემპიონო ბეჭედი აქვს მოგებული და მაშინ ფინალების უძვირფასესი მოთამაშეც (MVP) გახდა. გერმანელ ფორვარდს “ყველა ვარსკვლავთა მატჩში” მონაწილეობა 14-ჯერ აქვს მიღებული.