ბრაკონიერობის კიდევ ერთი შემთხვევა დუშეთის მუნიციპალიტეტში-შველზე უკანონო ნადირობაზე ბრაკონიერები გამოავლინეს. იდენტიფიცირებულია მონადირეთა 6 კაციანი ჯგუფი, რომლებსაც უკვე მოპოვებული და დანაწევრებული შველი აღმოაჩნდათ. ბრაკონიერები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. გარემოსთვის მიყენებულ ზიანის ოდენობამ 5000 ლარი შეადგინა.