პარლამენტის სამი კომიტეტის სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, დეპუტატი გივი თარგამაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეს სიტყვიერად დაუპირისპირდა. დეპუტატმა ალექსანდრე ტაბატაძეს მისი მანქანის აფეთქების შესახებ ჰკითხა და გამოძიების მიმდინარეობით დაინტერესდა.გივი თარგამაძემ განაცხადა, რომ მის საქმეს არ ეძლევა ტერაქტის კვალიფიკაცია და სუს-ი არ არის დაინტერესებული, გამოიძიოს მისი მანქანის აფეთქება. ალექსანდრე ტაბატაძემ კი უპასუხა, რომ საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს, ბრალდებულია ერთი პირი, რომელიც იძებნება, კვალიფიკაციას კი თავად ვერ შეცვლის. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ საკითხთა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე სუს-ის მიერ გაწეული საქმიანობის 2016 წლის ანგარიში წარადგინა. ანგარიშში ტერორიზმზე ოკუპაციაზე და აგენტურულ საქმიანობაზეა საუბარი.