“ქართველთა მარშის” აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. დაპირისპირების მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ აქციის მონაწილეთა ნაწილს სურდა “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბში შესვლა, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს, რასაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.