2020 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემული სესხების რაოდენობა 84 ათას 799 ერთეულით შემცირდა, თუმცა თანხის მოცულობა 32 მილიონ 800 ათასი ლარით გაიზარდა.
კერძოდ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კონსოლიდირებული მონაცემების თანახმად, 2019 წლის მე-3 კვარტლის მდგომარეობით მისოებმა მილიარდ 97 მილიონ 882 ათას 712 ლარის მოცულობის 732 ათას 982 სესხი გასცეს, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში კი მილიარდ 130 მილიონ 738 ათას 355 ლარის - 648 ათას 183 ერთეული. აქედან მილიარდ 89 მილიონი ლარი ფიზიკურ, ხოლო - 41 მილიონ 271 ათასი ლარი იურიდიულ პირებზე მოდის.
რაც შეეხება დარგებს, სადაც 2020 წლის მე-3 კვარტლის მდგომარეობით, ყველაზე მეტი სალომბარდე სესხი გაიცა, მას მოსდევს განვადებები, სამომხმარებლო სესხი, ხუთეულში ხვდება ასევე - ვაჭრობასა და მომსახურებაზე და სოფლის მეურნეობაზე გაცემული სესხები.