დარღვევები და ზეწოლის ფაქტები პარტიების წინასაარჩევნო კამპანიებში. სექტემბრის თვის შუალედური ანგარიში ორგანიზაცია "სამართლიანმა არჩევნებმა" წარადგინა. მონიტორინგის მიხედვით, დარღვევების ძირითადი ნაწილი მმართველ გუნდზე მოდის. მათ შორისაა, მმართველი გუნდის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების სავარაუდო ფაქტი, საუბარია კახი კალაძის მხარდამჭერებად საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების მობილიზებაზე. დოკუმენტში ასევე მოხვდა ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებისას გამოვლენილი სავარაუდო ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევა . გარდა ამისა, "სამართლიანი არჩევნების" წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშში მოექცა საოლქო კომისიებში ინტერესთა კონფლიქტის 13 შემთხვევა და საეჭვო შემოწირულობის 2 ფაქტი.