გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას რაოდენობა მკვეთრადაა შემცირებული. ამ ეტაპისთვის, რეგიონებში, თერმული ნისლის ტექნოლოგიით 125 370 ჰექტარი ფართობია დამუშავებული. ასევე განთავსებულია 36 800 სპეციალური სადგური, რომლის მეშვეობითაც წერტილოვანი შეწამვლა 23 000 ჰექტარ ფართობზე განხორციელდა. უწყებაში ამბობენ, რომ წელს თხილის ხარისხი და მოსავლის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც დადებითაც აისახება თხილის საექსპორტო პოტენციალზე