ჩრდილოეთ კაროლინის, ვირჯინიისა და ჯორჯიის შტატებს ძლიერმა შტორმმა გადაუარა. ჩრდილოეთ კაროლინის ცენტრალურ ნაწილში ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა და საცხოვრებელი სახლები დააზიანა. ვირჯინიაში სტიქიამ საცხოვრებელ სახლებთან ერთად ბიზნეს ცენტრები და სხვა საოფისე ფართები დააზიანა. ჯორჯიის შტატში შტორმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილობრივი მთავრობა მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და მიყენებულ ზარალს ითვლის.