2008 წლის აგვისტოს ომსა და საერთაშორისო მისიებში დაშავებულმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა მეგობრული ვიზიტის ფარგლებში, ბრიტანელებთან მჯდომარე ფრენბურთში ამხანაგური მატჩი გამართეს.შეხვედრა „თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში“ მოეწყო. ვიზიტი მიზნად ორი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეთა შორის ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობის გაღრმავებას ისახავს.ბრიტანელი სტუმრები საქართველოს ღირსშესანიშნაობებსაც მოინახულებენ.