15:19
8 დეკემბერი, 2019, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
დათანხმდება თუ არა კალაძე ვაკის პარკში სასტუმრო "ბუდაპეშტის" მშენებლობას, რომელზე ნებართვაც უგულავას დროს გაიცა
18-01-2019

უზენაესმა სასამართლომ ვაკის პარკში სასტუმრო ,,ბუდაპეშტის“  მშენებლობასთან დაკავშირებით ,,მწვანე ალტერნატივას“ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ორგანიზაცია ავრცელებს.

„თითქმის 5 წლიანი სასამართლო დავის შედეგად, ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მერის, გიგი უგულავას 2013 წლის 24 ივლისის #1592 განკარგულება, რომლითაც ქ. თბილისში ი. ჭავჭავაძის გამზ. #68-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ვაკის პარკის ტერიტორიაზე, გაიზარდა ქალაქმშენებლობითი პარამეტრები და სასტუმროს განთავსების მიზნით სპეციალური (ზონალური) შეთანხმება დამტკიცდა. ასევე, არ გაუქმდა არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 20 სექტემბრის #909795 ბრძანება მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე, თუმცა, ბრძანების მოქმედების ვადა 2016 წლის 21 სექტემბერს ამოიწურა,“-ნათქვამია „მწვანე ალტერნატივას“ განცხადებაში
ცნობისთვის, ყველაფერი 2013 წლის 24 ივლისს დაიწყო, როდესაც გიგი უგულავამ ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს აშენების ნებართვა გასცა. ამავე წელს, ტერიტორია მშენებლობის უფლებით, ,,ტიფლის დეველოპმენტმა“  2 მილიონ 700 000 ათას დოლარად შეიძინა, უგულავას მიერ გაცემული განსაკუთრებული ნებართვის საფუძველზე.  კომპანია  ვაკის პარკში 7-სართულიანი სასტუმროს სამშენებლო პროექტით გამოჩნდა, რომლის მშენებლობაც 2016 წლის სექტემბერში უდნა დასრულებულიყო.

მალევე გავრცელდა ხმები, რომ გიგი უგულავას მიერ გაცემული ნებართვის უკან პირადი ინტერესები იდგა . სასტუმროს ქართველი და უცხოელი ინვესტორები აშენებენ, მათ შორის გოგა ზაქაიძეა. ამბობენ, რომ ის უგულავას მეგობარია და მისი, როგორც ერთ-ერთი მოწილის უკან სწორედ თბილისის ყოფილი მერი დგას, რომელმაც სარეკრეაციო ზონაში სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გასაცემად თვითნებურად შეცვალა საკანონმდებლო რეგულაციები.

AutoPlay
ქართულ პოლიგრაფიულ ინდუსტრიაში ახალი შესაძლებლობები ჩნდება - "კოლორ ჯგუფი" განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
06-12-2019
მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე პირისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათები გაფართოვდა
06-12-2019
საქართველოში გასაქირავებელი ბინების რაოდენობა შემცირდა?! - რამდენი ადამიანი იხდის ბიუჯეტში იჯარის 5%-ს
06-12-2019
მე-3 კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 129.5 ლარით გაიზარდა - "საქსტატი"
06-12-2019
ოკრა და პეპინო - მომავალი წლიდან საქართველოში ახალი ეგზოტიკური პროდუქტების წარმოება დაიწყება
06-12-2019
25%-იანი გაძვირება - ნოემბერში ყავის ფასი რეკორდულად გაიზარდა
06-12-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები