ყველა დედა ცდილობს ბავშისთვის შეიძინოს ორთოპედიული ფეხსაცმელი,სპეციალისტების აზრით, ბავშვების 50-70 პროცენტს სჭირდება ტერფის დეფექტის კორექცია. ეს ნიშნავს, რომ ასეთ ბავშვებს აუცილებლად უნდა ეცვათ ორთოპედიული ფეხსაცმელი. დანარჩენებს თუ ორთოპედიული არა, პროფილაქტიკური ფეხსაცმელი მაინც სჭირდებათ, რაც დაიცავს ტერფს დეფორმაციისგან. მშობელმა უნდა იცოდეს, რომ ხერხემლის დაზიანებისა და ტერფის პრობლემების მიზეზი ბავშვისთვის არასწორად შერჩეული ფეხსაცმელია. მეორადი ან უფროსი დედმამიშვილების ფეხსაცმლის ჩაცმა ყოვლად დაუშვებელია. საქმე იმაშია, რომ ყოველი ბავშვის ტერფი ინდივიდუალურია. ამასთანავე, ისიც გეცოდინებათ, რომ ფეხსაცმელი მფლობელის ფეხის ფორმას იღებს. ამიტომ, პირველი მფლობელის ფეხსაცმელმა მომდევნოს შეიძლება ავნოს. გახსოვდეთ,ფეხსაცმელი მოხერხებული და კომფორტული უნდა იყოს, მაგრამ უპირველესი ყურადღება მასალას მიანიჭეთ. ის აუცილებლად ნატურალური ტყავის ან ზამშის უნდა იყოს. ტყავისშემცვლელი როგორი მოხერხებულიც არ უნდა იყოს, იგი არ სუნთქავს. ასეთი "სათბური" კი ბაქტერიების გამრავლების წყაროა. ეცადეთ, ზომაზე დიდი არ უყიდოთ, რადგან ფეხსაცმელი ფეხზე კარგად უნდა დაფიქსირდეს. მხოლოდ ზომაზე შერჩეული ფეხსაცმელია ხარისხის გარანტი და ტერფის სწორად გაზრდის საშუალება.