„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით ის ყველას ყველაფერს თავზე დაალეწავს ვინც გაბედავს და გაუყალბებს ხმებს. ამის შესახებ მან პალიტრანიუსის გადაცემა ნიურუმში განაცხადა და იქვე იმედი გამოტქვა, რომ სხვა ოპოზციური პარტიებიც მსგავსად მოიქცევიან.
ბურჯანაძემ არ გამორიცხა, რომ არჩევნების შედეგების გაყალბების შემთხვევაში საქმე ქუჩის პროტესტამდე მივიდეს.
ამასთან, ბურჯანაძემ დღევანდელი ხელისუფლება უნიათოდ და უტვინოდ შეაფასა და მას სახლში წასვლისკენ მოუწოდა, რადგან „ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარის თქმით, „თუ ხელისუფლებას გეშინია, რომ ოპოზიცია რაღაც კადრებს გამოგიქვეყნებს, სწორედ სახლში უნდა წახვიდე“.