მცველი დავიდ ლუისი უახლოეს დღეებში "არსენალთან" კონტრაქტს გააგრძელებს.ბრაზილიელი "არსენალში" გასულ წელს "ჩელსიდან" გადავიდა და ხელშეკრულება 2020 წლის ზაფხულამდე გააფორმა, ამ სეზონში კი 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "მეთოფეებს" ექვსი ფეხბურთელი დატოვებს: გენდუზი, სოკრატისი, იოზილი, მეიტლენდ-ნაილსი და "რომაში" განათხოვრებული მხითარიანი, რომლის კონტრაქტსაც რომაული კლუბი გამოისყიდის. ასევე საუბარია თავდამსხმელ პიერ ემერიკ ობამეიანგზე, რომელსაც აქტიურად უკავშირებენ ბარსელონას.