დავით აღმაშენებელი, უნიკალური ილუსტრაციებით გაფორმებული წიგნია, რომელიც საქართველოს მეფის დავით IV აღმაშენებლის ცხოვრების პერიოდს, მისი დაბადებიდან გარდაცვალებამდე მოიცავს. წიგნი გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მიერ წიგნების სერია "ქართველი მეფეების" ფარგლებში გამოიცა. პროექტი ორი წლის განმავლობაში გრძელდება და 24 წიგნს აერთიანებს, სადაც 28 სხვადასხვა ქართველი მეფის მოღვაწეობის შესახებ იქნება მოთხრობილი. დავით აღმაშენებელი , სერიის რიგით მეშვიდე წიგნია.