"ევროპული საქართველოს" ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, საზოგადოება ხედავს ჯანდაცვის სფეროში გადადგმულ ნაბიჯებს ხელისუფლების მხრიდან, თუმცა ვერ ხედავს ვერც ერთ ნაბიჯს, რომელიც ადამიანებს გაუადვილებს კორონავირუსის ეკონომიკურ ეფექტთან ბრძოლას.
როგორც ბაქრაძე ამბობს, ეკონომიკური მიმართულებით ხელისუფლებისგან ჯერ მხოლოდ დაპირებები ისმის. "ევროპული საქართველო" ხელისუფლებას კონკრეტულ გეგმას სთავაზობს, რომელიც ბაქრაძის თქმით, ეკონომიკური პრობლემების დაძლევის რეალური გზაა.