8 წელია "ნაციონალური მოძრაობის" ორომტრიალში ვარ, ვიცავ მიშას პოლიტიკურ მემკვიდრეობას და ბოლოს მიშასგან ვიღებ მოღალატის იარლიყს, - ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით დარჩიაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე აცხადებს. როგორც დარჩიაშვილი აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან თვალთმაქცობაა ამის უარყოფა.