"რუსთავი2"-ის დამფუძნებელი ჯარჯი აქიმიძე აცხადებს, რომ არხის დამფუძნებლების ბრძოლა იქნება უკომპრომისო, ღია და ტრანსფარენტული. აღნიშნულის შეასახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენხიაზე განაცხადა.
"რუსთავი 2"-ის დამფუძნებლების განცხადებით, "რუსთავი 2"-ის დღევანდელი რეალობა არანაირად არ პასუხობს სამართლიანობის აღდგენის კრიტერიუმებს.
"რუსთავი 2"-ის დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, კომპანიის 60%-იანი წილის დასაბრუნებლად სასამართლო დავას იწყებენ. ისინი თბილისის საქალაქო სასამართლოს შესაბამისი სარჩელითაც მიმართავენ.