გარეჯობის დღესასწაულთან დაკავშირებით დავით გარეჯში სასულიერო პირები და მომლოცველები არიან შეკრებულები. ისინი იმ ტაძრებს, სადაც გადაადგილებაა დაშვებული მოილოცავენ.
დავით გარეჯში იმყოფება პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო. მეუფემ საზღვრის დადგენის აუცილებლობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ამ მხრივ სიმართლე დადგინდება ისე, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ძმობა არ დაზარალდება.