16:20
27 ოქტომბერი, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
დავით გარეჯთან დაკავშირებით ბიზნესმენი დავით ხიდაშელი დამატებით გამოიკითხა
17-10-2020

დავით გარეჯთან დაკავშირებით ბიზნესმენი დავით ხიდაშელი საგამოძიებო უწყებაში დამატებით გამოიკითხა. აღნიშნულის შესახებ „palitranews“-ს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაუდასტურეს. დავით ხიდაშელმა გამოძიების კითხვებს გარკვეული პერიოდის წინაც უპასუხა. სწორედ დავით ხიდაშელმა გადასცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ის რუკა, რომლითაც გამოძიების ინფორმაციით, 2006-2007 წლებში დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიის წევრებს უნდა ეხელმძღვანელათ. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

AutoPlay
აზერბაიჯანში კორონავირუსის 663 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 9 ადამიანი გარდაიცვალა დააკავეს
გამოქვეყნდა 3 წუთის წინ
ბელარუსში სამართალდამცავებმა 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
გამოქვეყნდა 4 წუთის წინ
ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე და ხათუნა ზახაშვილი კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებებს აკეთებენ
გამოქვეყნდა 16 წუთის წინ
ელენე ხოშტარია და ხათუნა გოგორიშვილი ცესკოს შენობაში შეიჭრნენ
გამოქვეყნდა 23 წუთის წინ
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტებიდან ერთი 34 წლის ქალია, რომელიც კლინიკა „ჯერარსში“ მკურნალობდა
გამოქვეყნდა 57 წუთის წინ
სომხეთში კორონავირუსის 1 600 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 26 ადამიანი გარდაიცვალა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები