ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი ძიუდოისტებს შექმნილი ვითარების დასარეგულირებლად 5-პუნქტიან გეგმას სთავაზობს. დავით ქევხიშვილი სპორტსმენებს „ფეისბუქის“ საშუალებით მიმართავს და აცხადებს, რომ მისი ქმედებები პროცესების დარეგულირებისკენაა მიმართული. „კიდევ ერთხელ გამოვთქვამ სინანულს იმის გამო, რაც ძიუდოს ფედერაციის გარშემო ხდება. სრულად ვაცნობიერებ, რომ გულშემატკივართათვის ნაკლებად მნიშვნელოვანია მტყუან - მართლის ძიება. ჩემი ნებისმიერი ქმედება სწორედ რომ პროცესების დარეგულირებისკენაა მიმართული და არა საკუთარი თავის მართლად წარმოჩენისკენ. ამის გამოა, რომ ვსაუბრობ მხოლოდ ჩემი მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებზე, რისი ვალდებულებაც მაკისრია და მაქსიმალურად ვარიდებ თავს პროცესების კიდევ უფრო მეტ ესკალაციას-წერს ქევხიშვილი. უკვე რამდენიმე კვირაა ძიუდოისტების ნაწილი ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვს.