თბილისის ყოფილი მერის დავით ნარმანიას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მის კანდიდატურაზე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ის მზად არის სემეკ-ის თავმჯდომარის პოსტი დაიკავოს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საკითხზე კონსულტაციები მიმდინარობს. დავით ნარმანია ამჟამად სემეკ-ის წევრია.
სემეკ-ის მოქმედი თავმჯდომარის ირინა მილორავას უფლებამოსილება მიმდინარე წლის 16 სექტემბერს იწურება. მთავრობამ, პრეზიდენტთან შეთანხმებით, აღნიშნულ პოსტზე კანდიდატი უნდა წარადგინოს, რომელსაც შემდეგ საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებს.