00:05
9 აგვისტო, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
დავით ნარმანიამ სემეკის საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინა
07-07-2020

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, კომისიის საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინა.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ელექტროენერგიის შიდა მოხმარება ყოველწლიურად საშუალოდ, 4.4%-ით იზრდება, თუმცა მცირდება ელექტროენერგიის წარმოება. შესაბამისად, იზრდება ელექტროენერგიის იმპორტი. უფრო კონკრეტულად კი, 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი 7.8%-ით გაიზარდა.

აგრეთვე ელექტროენერგიის იმპორტმა თითქმის 7-ჯერ გადააჭარბა ექსპორტს. რაც შეეხება ბუნებრივი გაზის სექტორს, 2019 წელს ქვეყანაში ბუნებრივ აირზე მოთხოვნა 15%-ით გაიზარდა და 2.5 მლრდ კუბური მეტრი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ზრდა ძირითადად შეეხო საყოფაცხოვრებო და თბოსადგურების მოხმარებას. დავით ნარმანიას თქმით, 2020 წელი ენერგეტიკის სექტორის რეფორმების წელია და სემეკი აქტიურად მუშაობს სხვადასხვა ახალი რეგულაციის დანერგვაზე.

ამასთან, ნარმანიას თქმით, სემეკის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს ჩამოეწერათ კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები, ჯამში 3 მლნ ლარის ოდენობით.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები