საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამ თანამშრომელს ბრალი წარუდგინა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის I ნაწილით. გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 14 ივნისს, საქართველოს შს სამინისტროს შესაბამისი რაიონის თანამშრომლებმა ყაჩაღობის მიზნით განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულის სახით დააკავეს პირი, რომლის დროებითი მოთავსების იზოლატორში ბადრაგირება დაევალათ ამავე განყოფილების თანამშრომლებს, თანამშრომლები დაუდევრად მოეკიდნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას, რითაც ისარგებლა დაკავებულმა და ტერიტორიიდან მიიმალა.