ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გაფიცულ სოციალურ მუშაკებს ხვდება. ჯანდაცვის სასწავლო ეროვნულ ცენტრში მიმდინარე შეხვედრა მედიისთვის დახურულია. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რამდენიმე ათეული სოციალური მუშაკი ესწრება.როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს ერთ-ერთმა სოციალურმა მუშაკმა ნინო კუჭავამ განუცხადა, "სოციალური მუშაობის ხელშემწყობი საკოორდინაციო საბჭოს" მიერ შემუშავებული ოთხ პუნქტიანი გეგმა მათთვის მიუღებელი არ არის, თუმცა არის რიგი საკითხები, რომელიც მათთვის გაურკვეველია.