ხელისუფლებისთვის შეფასებები, შეგონებები, მოთქმა-გოდება არის აბსოლუტურად უადგილო და უშედეგო, საჭიროა დაუყოვნებლივი მოქმედება. კერძოდ, შესაქმნელია "ტვ პირველის" გადასარჩენი საზოგადოებრივი ფონდი, - ამის შესახებ "შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა. ამით უსუფაშვილი პროკურატურის მიერ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლისთვის ბრალის წარდგენას გამოეხმაურა.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის ერთადერთი გზა მოცემულ სიტუციაში მოქალაქეობრივი აქტივობაა.