დავით უსუფაშვილი მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ "ჩრდილოვან კაბინეტის" შექმნას დადებითად აფასებს. მისი თქმით, "ჩრდილოვანი კაბინეტი" ისეთივე მნიშვნელოვანი და აუცილებელია "შენების მოძრაობის" სახელისუფლებო კოალიციაში ყოფნისას, როგორც ოპოზიციაში ყოფნის შემთხვევაში იქნება.
რაც შეეხება საკითხს, ითანამშრომლებს თუ არა "შენების მოძრაობა" მამუკა ხაზარაძის გუნდთან, დავით უსუფაშვილი არაფერს გამორიცხავს. მისი განცხადებით, "შენების მოძრაობა" არის ქართული პოლიტიკური ცხოვრების მონაწილე და მათი ურთიერთობა ხვალაც და ზეგაც კონკრეტულ საკითხებში პოზიციონირების თანხვედრას ან განსხვავებას დაემყარება.