საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე მივიდა. სხდომათა დარბაზთან დავით უსუფაშვილთან ირაკლი კობახიძე გამოვიდა.პარლამენტის ყოფილმა და მოქმედმა თავმჯდომარეებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. უსუფაშვილი ვიზიტის მიზეზს არ აკონკრეტებს და ამბობს, რომ მისი სტუმრობის მიზანი ტექნიკური საკითხებია.კითხვაზე არის თუ არა პოლიტიკური შინაარსის მისი ვიზიტი, პასუხობს რომ არა, თუმცა ადასტურებს, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს უჭერს. შეგახსენებთ, რომ დავიღ უსუფაშვილი მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე 2012-2016 წლებში იყო.